2014 წლის 12 ივლისს ჩატარდა ქართულის კათედრის სხდომა. დაესწრო სამი წევრი.
დღის წესრიგი:
1.მეორე სემესტრის მუშაობის შეფასება, წლიური შედეგები.
მანანა ყოჩიაშვილი
2. კონფერენციის შედეგების შეჯამება.
მანანა ყოჩიაშვილი
3.წლის საუკეთესო მოსწავლის გამოვლენა.
მანანა ყოჩიაშვილი
მოისმინეს მეორე სემესტრისა და წლიური შედეგები.
ქართულის კათედრის მუშაობა დადებითად შეფასდა. მთელი წლის განმავლობაში კათედრა მუშაობდა გეგმის მიხედვით, ჩატარდა დაგეგმილი ღონისძიებები, მეტ-ნაკლებად გაუმჯობესდა მოსწავლეთა მოტივაცია და ცოდნის დონე საგანში. ამას ხელი შეუწყო როგორც საგაკვეთილო, ასევე კლასგარეშე ღონისძიებებმა. რა თქმა უნდა, მიღწეული არასაკმარისია და მუშაობა ახალი სასწავლო წლიდან ინტენსიურად გაგრძელდება.
მოისმინეს კონფერენციის მუშაობის შესახებ კონფერენციის ორგანიზატორის შემაჯამებელი ანგარიში.
დასახელდნენ გამარჯვებული მოსწავლეები:
1. ნინო ბოლოთაშვილი
2. ნიკოლოზ ჯანაშვილი
3. თამარ ჭიღიტაშვილი
4. მორის ხმალაძე
5.მაკა გომელაური
6.ანდრო ბოლოთაშვილი
7.ანა ნატროშვილი
8. შალვა ჭიღიტაშვილი
9.მარიამ მაძღარაშვილი
მოისმინეს წლის საუკეთესო მოსწავლის შესახებ ინფორმაცია. კომისია საბოლოოდ ჩამოყალიბდა და დაასახელა მორის ხმალაძე.
დაიგეგმა ახალი ღონისძიებები მომავალი სასწავლო წლისთვის.
12.06.2014 წელი
ოქმი N6
2014 წლის 2 აპრილს ჩატარდა ქართულის კათედრის სხდომა. დაესწრო სამი წევრი.
დღის წესრიგი:
1. მიმდინარე მუშაობის შეფასება
2. მოახლოვებული კვირეულის ორგანიზება.
კვირეულის ფარგლებში:
ქართულის კონფერენცია ,,ენა საღვთო რამ არის..." (IX, X, XI კლასები)
ღონისძიება ,,ენა დედა ერისა" (V, VI, VII, VIII კლასები)
3. რეფერატების კონკურსი. (საშუალო საფეხური)
მოისმინეს მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია და დაიგეგმა ღონისძიებების ჩასატარებელი კონკრეტული ნაბიჯები: ისტ-ის
კაბინეტის მომზადება, ტექნიკურად გადამოწმება, რეპეტიცია...
რეფერატების წინასწარი გადათვალიერება-შეფასება.
ოქმი N5
2014 წლის 23 იანვარს ჩატარდა ქართულის კათედრის სხდომა. სხდომას დაესწრო სამი წევრი.
დღის წესრიგი:
პირველი სემესტრის მუშაობის ანგარიში.
(მომხსენებელი მანანა ყოჩიაშვილი)
დავიწყეთ მუშობა. ვესწრებოდით გაკვეთილებს და პრობლემებს ერთად განვიხილავდით.
ყველა კლასში ჩატარდა გეგმით განსაზღვრული სამოდელო გაკვეთილები, შემაჯამებელი სამუშაოები, ასევე ღონისძიებები. ჩვენი აზრით, მოსწავლეთა მოტივაცია მეტნაკლებად აამაღლა ახალმა აქტივობებმა და სემესტრის ბოლოსთვის მივიღეთ შარშანდელთან შედარებით უკეთესი აკადემიური მოსწრება და მოსწავლეთა მეტი ჩართულობა. ჩვენი მუშაობა პედსაბჭოზეც დადებითად შეაფასეს.
დაიგეგმა ახალი სამუშაოები მეორე სემესტრისთვის.
23.01.2014
ოქმი N4
2013 წლის 10 ნოემბერს ჩატარდა კათედრის სხდომა. დაესწრო სამი წევრი.
დღის წესრიგი:
1.კათედრის ბლოგის შექმნა.
პედაგოგებმა განიხილეს მასალების განთავსებისთვის გამოსაყენებლად ეფექტური საშუალება - ბლოგი, ბლოგის საკითხი. გადწყვიტეს, რომ კარგი იქნება თუ მასალებს ინტენსიურად ატვირთავენ ბლოგზე, რათა ის იყოს საჯარო, ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის მოსწავლეებსაც, მიუწვდებოდეს ხელი. ჯგუფი მზადაა შენიშვნებისთვის და ნებისმიერი წინადადების განსახილველად და გასათვალისწინებლად.
იხილეთ ბლოგი.
ოქმიN 3
2013 წლის 10 ოქტომბერს გაიმართა ქართულის კათედრის სხდომა. დაესწრო სამი მასწავლებელი.
დღის წესრიგი:
1.სილაბუსებისა და თემატური გეგმების განხილვა.
2.წერითი სამუშაოების(შემაჯამებლები, ტესტირებების) დაგეგმვა.
3.გაკვეთილებზე დასწრების დაგეგმვა.
4.წლის საუკეთესო მოსწავლის გამოსავლენად კრიტერიუმების შემუშავება.
1. კათედრის წევრებმა წარმოადგინეს ინდივიდუალური სამუშაო გეგმები და სილაბუსები, განიხილეს ერთობლივად და მცირე ცვლილებების შემდეგ დაამტკიცეს განსახორციელებლად. (იხილეთ გეგმების განყოფილებაში).
2. ქართულში ყველა კლასში გეგმით განსაზღვრულია შემაჯამებელი სამუშაოები: პირველ სემესტრში -4 შემაჯამებელი, მეორეში - 5. მასწავლებლებმა წარმოადგინეს ჩასატარებელი წერების გეგმა ყველა კლასის მიხედვით. დამოუკიდებელი წერების ჩატარება კი საკუთარი მოსაზრებით და საჭიროებების მიხედვით დაგეგმეს. იხილეთ დანართი.
3.პედაგოგებმა შეიმუშავეს გაკვეთილებზე ურთიერთდასწრების გეგმა:
ურთიერთდასწრების გეგმა I სემესტრისთვის:
გეგმა მეორე სემესტრისთვის:
4.პედაგოგებმა შეიმუშავეს კრიტერიუმები წლის საუკეთესო მოსწავლის გამოსავლენად.
კრიტერიუმები:
საგნობრივი კვირეულები:
1. ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული -- 14 აპრილი.
ოქმი N2
2013 წლის 18 სექტემბერს გაიმართა ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის ქართულის კათედრის სხდომა. სახდომას დაესწრო სამი წევრი.
დღის წესრიგი:
1. საკლასო ჟურნალის წარმოება.
2.სადამრიგებლო საათის პროგრამის განხილვა.
3.2013-2014 სასწავლო წლის სამუშაო გეგმის წარდგენა-განხილვა.
1. კათედრის წევრებმა განიხილეს ახალი საკლასო ჟურნალი, ისაუბრეს ცვლილებებზე, რომლებიც შეტანილია მასში. კარგია, რომ გამარტივებულია ჟურნალის წარმოება, ცალკე ფურცლები ეთმობა შემაჯამებელი სამუშაოების გრაფას, რაც აადვილებს მონაცემების შეტანას და შეცდომების თავიდან აცილებას უწყობს ხელს.
2. როგორც ცნობილია, საკმაოდ ფორმალურად მიმდინარეობს ხოლმე სადამრიგებლო საათი მთელი წლის განმავლობაში. ის უფრო მოვალეობის მოხდის მიზნით ტარდება. მასწავლებლების შეთანხმების შედეგად დაიგეგმა იმ თემებისა და ღონისძიებების სარეკომენდაციო სია, რომლებიც ეფექტური იქნება მოსწავლეებისთვის და მოემსახურება საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას მოზარდებში.
დაადგინეს: აღნიშნული გეგმით წარმართონ სასწავლო პროცესი.
ასევე მოიწონეს და სამოქმედოდ დატოვეს სადამრიგებლო პროგრამა.
იხ. დანათი.
ოქმი N12013 წლის 10 ოქტომბერს გაიმართა ქართულის კათედრის სხდომა. დაესწრო სამი მასწავლებელი.
დღის წესრიგი:
1.სილაბუსებისა და თემატური გეგმების განხილვა.
2.წერითი სამუშაოების(შემაჯამებლები, ტესტირებების) დაგეგმვა.
3.გაკვეთილებზე დასწრების დაგეგმვა.
4.წლის საუკეთესო მოსწავლის გამოსავლენად კრიტერიუმების შემუშავება.
1. კათედრის წევრებმა წარმოადგინეს ინდივიდუალური სამუშაო გეგმები და სილაბუსები, განიხილეს ერთობლივად და მცირე ცვლილებების შემდეგ დაამტკიცეს განსახორციელებლად. (იხილეთ გეგმების განყოფილებაში).
2. ქართულში ყველა კლასში გეგმით განსაზღვრულია შემაჯამებელი სამუშაოები: პირველ სემესტრში -4 შემაჯამებელი, მეორეში - 5. მასწავლებლებმა წარმოადგინეს ჩასატარებელი წერების გეგმა ყველა კლასის მიხედვით. დამოუკიდებელი წერების ჩატარება კი საკუთარი მოსაზრებით და საჭიროებების მიხედვით დაგეგმეს. იხილეთ დანართი.
3.პედაგოგებმა შეიმუშავეს გაკვეთილებზე ურთიერთდასწრების გეგმა:
ურთიერთდასწრების გეგმა I სემესტრისთვის:
სემესტრი
|
მასწავლებელი
|
გაკვეთილის თემა
|
კლასი
|
დრო
|
შენიშვნა
|
მანანა ყოჩიაშვილი
|
თავისუფლება თუ მონობა - ბარათაშვილის პოზიცია
ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,ბედი ქართლისა“
|
მეცხრე
|
|||
მანანა ყოჩიაშვილი
|
ხალხური ლექსი ,,თავფარავნელი ჭაბუკი“
|
მეშვიდე
|
|||
დარიკო ბოქოლიშვილი
|
სახელთა ბრუნების სწავლებისათვის
|
||||
დარიკო ბოქოლიშვილი
|
|||||
თამარ ლეკაშვილი
|
|||||
თამარ ლეკაშვილი
|
გეგმა მეორე სემესტრისთვის:
I I სემესტრი
|
მასწავლებელი
|
გაკვეთილის თემა
|
კლასი
|
დრო
|
შენიშვნა
|
მანანა ყოჩიაშვილი
|
,,ვეფხისტყაოსნის“ ქართული
|
მეცხრე
| |||
მანანა ყოჩიაშვილი
|
ხელნაწერების კვალდაკვალ
(სამი შატბერდული ხელნაწერი)
|
მეცხრე
| |||
დარიკო ბოქოლიშვილი
|
,,ვეფისტყაოსნის” პერსონაჟები
შემაჯამებელი
|
მეათე
| |||
დარიკო ბოქოლიშვილი
|
რთული წინადადება
|
მეათე
| |||
თამარ ლეკაშვილი
| |||||
თამარ ლეკაშვილი
|
4.პედაგოგებმა შეიმუშავეს კრიტერიუმები წლის საუკეთესო მოსწავლის გამოსავლენად.
კრიტერიუმები:
- მუდმივად ჩართულია საგაკვეთილო პროცესში.
- დავალებებს ასრულებს მონდომებითა და უშეცდომოდ.
- მსჯელობს არგუმენტირებულად,
- აკეთებს ლოგიკურ დასკვნებს,
- ლექსიკა მდიდარი და დახვეწილია,
- ნამუშევრები შესრულებული აქვს უშეცდომოდ.
- აქტიურად ,მონაწილეობს სასკოლო ღონისძიებებში, კონფერენციებსა და ოლიმპიადებში.
- კარგად აქვს გაცნობიერებული საკუთარი როლი კლასგარეშე აქტივობებში.
საგნობრივი კვირეულები:
1. ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული -- 14 აპრილი.
ოქმი N2
2013 წლის 18 სექტემბერს გაიმართა ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის ქართულის კათედრის სხდომა. სახდომას დაესწრო სამი წევრი.
დღის წესრიგი:
1. საკლასო ჟურნალის წარმოება.
2.სადამრიგებლო საათის პროგრამის განხილვა.
3.2013-2014 სასწავლო წლის სამუშაო გეგმის წარდგენა-განხილვა.
1. კათედრის წევრებმა განიხილეს ახალი საკლასო ჟურნალი, ისაუბრეს ცვლილებებზე, რომლებიც შეტანილია მასში. კარგია, რომ გამარტივებულია ჟურნალის წარმოება, ცალკე ფურცლები ეთმობა შემაჯამებელი სამუშაოების გრაფას, რაც აადვილებს მონაცემების შეტანას და შეცდომების თავიდან აცილებას უწყობს ხელს.
2. როგორც ცნობილია, საკმაოდ ფორმალურად მიმდინარეობს ხოლმე სადამრიგებლო საათი მთელი წლის განმავლობაში. ის უფრო მოვალეობის მოხდის მიზნით ტარდება. მასწავლებლების შეთანხმების შედეგად დაიგეგმა იმ თემებისა და ღონისძიებების სარეკომენდაციო სია, რომლებიც ეფექტური იქნება მოსწავლეებისთვის და მოემსახურება საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას მოზარდებში.
დაადგინეს: აღნიშნული გეგმით წარმართონ სასწავლო პროცესი.
ასევე მოიწონეს და სამოქმედოდ დატოვეს სადამრიგებლო პროგრამა.
იხ. დანათი.
2013 წლის 6 სექტემბერს გაიმართა ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის ქართულის კათედრის სამუშაო შეხვედრა. ესწრებოდა სამი წევრი.
დღის წესრიგი:
1.კათედრის ხელმძღვა ნელის არჩევა.
2.საათების განაწილება
3.მოსწავლეთა შეფასების სტრატეგიული გეგმის განხილვა
1.კათედრის წევრებმა შეაჯამეს გასული სასწავლო წლის მუშაობა, მადლობა გადაუხადეს კათედრის თავმჯდომარე თამარ ლეკაშვილს გაწეული მუშაობისთვის და აირჩიეს ახალი თავმჯდომერე მანანა ყოჩიაშვილი.
2.შეთანხმდნენ საათების განაწილებაზე:
1. მანანა ყოჩიაშვილი - 15 სთ. (VII, VIII, IX.კლასები)
2.თამარ ლეკაშვილი - 16 სთ. (V, XI, XII.კლასები)
3.დარიკო ბოქოლიშვილი - 11 სთ.(VI,X.კლასები)
3. პედაგოგებმა განიხილეს და შეიმუშავეს მოსწავლეთა შეფასების სტრატეგიული გეგმა და კრიტერიუმები.
შეფასების
კრიტერიუმები
ქართულ ენისა და
ლიტერატურაში 2013-2014 სასწ.წელი
1 ქულა
|
მოსწავლე
ესწრება გაკვეთილებს, მაგარამ არასდროს მონაწილეობს გაკვეთილის მსვლელობაში. არ ასრულებს საშინაო დავალებებს, მეტყველებს გაუგებრად,
უშვებს ენობრივ შეცდომებს.
|
2 ქულა
|
მოსწავლე
იშვიათად მონაწილეობს გაკვეთილის მსვლელობაში, დავალებებს ასრულებს უყურადღებოდ,
უჭირს საკუთარი აზრის ჩამოყალიბება, ლექსიკა არაადეკვატურია. უჭირს გამართულად
წერა.
|
3 ქულა
|
მოსწავლე
ჩართულია გაკვეთილის მსვლელობაში, მაგრამ არ შეუძლია დამოუკიდებლად მსჯელობა,
დავალებებს ასრულებს ნაწილობრივ, მეტყველებს მწირი ლექსიკით. ნაწერი არ არის
ორგანიზებული და არ შეესაბამება თემას.
|
4 ქულა
|
მოსწავლე
ცდილობს იყოს აქტიური, თუმცა მსჯელობა არ არის თანამიმდეული და გამყარებული ტექსტით.
წერითი დავალება არ ესადაგება მასწავლებლის მიერ მოცემული ინსტრუქციას.
|
5 ქულა
|
მოსწავლე
ჩართულია გაკვეთილის მსვლელობაში, მაგრამ უჭირს დისკუსიებში მონაწილეობა,
არგუმენტები არადამაჯერებელია. შეცდომით ასრულებს წერით დავალებებს.
|
6 ქულა
|
მოსწავლე დამოუკიდებლად
ერთვება საგაკვეთილო პტოცესში, მონაწილეობს
დისკუსიებში, მეტყველებს სწორად, თუმცა ღარიბია ლექსიკა. წერითი
დავალებებს ასრულებს მცირეოდენი შეცდომებით (4-5 შეცდომა)
|
7 ქულა
|
გაკვეთილის
მსვლელობაში მონაწილეობს აქტიურად, ამჟღავნებს
წინასწარ მომზადებულობას. მოსაზრებები და არგუმენტები ძირითადად
შეესაბამება საკითხს, მაგრამ უჭირს დასკვნების გაკეთება. შეცდომები აქვს
ლექსიკასა და წერით დავალებაში.
|
8 ქულა
|
დამოუკიდებლად ერთვება ჯგუფურ მუშაობებსა და დისკუსიებში.
შესრულებული დავალებები ესადაგება
მასწავლებლის მოთხოვნებს. მეტყველებს გამართულად, მსჯელობს ლოგიკურად,
თუმცა ზოგჯერ არგუმენტი და დასკვა
არადამაჯერებელია. წერით დავალებებში უშვებს 1 -2 შეცდომას.
|
9 ქულა
|
მუდმივად
მზადაა გაკვეთილისათვის, დავალებებს ყოველთვის
ხარისხიანად ასრულებს. საუბრობს
და მსჯელობს ენის ნორ,ების დაცვით. აქვს მდიდარი ლექსიკა ნაწერი კარგად არის
ორგანიზებული.
|
10 ქულა
|
მუდმივად
ჩართულია საგაკვეთილო პროცესში. დავალებებს ასრულებს მონდომებით და უშეცდომოდ. მსჯელობს
არგუმენტირებულად, აკეთებს ლოგიკურ
დასკვნებს, ლექსიკა მდიდარი და დახვეწილია, ნაწერი შესრულებულია უშეცდომოდ.
აქტიურად ,მონაწილეობს სასკოლო ღონისძიებებში, კონფერენციებსა და ოლიმპიადებში.
კარგად აქვს გაცნობიერებული საკუთარი მიზანი.
|
No comments:
Post a Comment